Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: დიდ ქალაქებში იხურება საბავშვო ბაღები


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. ეს შეზღუდვა შეეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება მოხდა "საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით".

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, ასევე დიდ ქალაქებში, წესდება შეზღუდვები როგორც ქვეითების, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე - "22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში".

ოფიციალური ინფორმაციით, 7 ნოემბერს საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. პრემიერი იზოლაციაში იმყოფება, კოვიდინფიცირების გამო.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG