Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო პენსილვანიაში გვიან მისული ბიულეტენების დათვლის შეჩერების მოთხოვნა


აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მოთხოვნაზე, რომელიც პენსილვანიის შტატის რესპუბლიკურმა პარტიამ შეიტანა გვიან მოსული ბიულეტენების დათვლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. მოსამართლე სამუელ ალიტოს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას მერე, რაც შტატის რესპუბლიკელებმა მოსთხოვეს უზენაეს სასამართლოს, შეეწყვიტათ არჩენების დღეს უბნების დახურვის შემდეგ შესული ბიულეტენების დათვლა.

მათი საჩივარი 6 ნოემბერს შევიდა სასამართლოში, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ბაიდენის უპირატესობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ გაიზარდა საკვანძო შტატებში, სადაც დათვლა გრძელდება.

პენსილვანიის საარჩევნო საოლქო საბჭოების მიმართ ალიტოს განკარგულებით, ბიულეტენები, რომლებიც ფოსტის გაიგზავნა და მივიდა უწყებაში 3 ნოემბრის საღამოს რვა საათის შემდეგ, უნდა გამოცალკევდეს სხვა ბიულეტენებისგან, როგორც ეს შტატის კანონით იყო დადგენილი. საჩივარი მან ასევე გაუგზავნა სრულ სასამართლოს, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება 7 ნოემბერს. რესპუბლიკელების ბოლო საჩივარი ეხებოდა ათასობით ბიულეტენს, რომელთა უმეტესობა, სავარაუდოდ, ბაიდენის სასარგებლოდაა.

რესპუბლიკელები თვლიან, რომ ეს ბიულეტენები პენსილვანიის შტატის კანონმდებლობით გაუქმებულად უნდა გამოცხადდეს და თუ მათ სხვა ბიულეტენებს შეურევდნენ, შემდეგ შეუძლებელი იქნებოდა მათი გაუქმება.

რესპუბლიკელების განცხადებაში არ არის დასაბუთება იმისა, რომ ეს ბიულეტენები უკვე არ გამოაცალკევეს სხვა ბიულეტენებისგან.

თუ ბაიდენმა ამ შტატში გამარჯვება მოიპოვა, ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის 20 ხმას და 270-იანი ხმის ზღუდეს საგრძნობლად გადააჭარბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG