Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" ენმ-ის აქტივისტების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს


"ქართული ოცნება" ითხოვს გამოძიების დაწყებას ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხელაშვილმა, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება.

"ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს - დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით", - განაცხადა ხელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG