Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ექიმების საპროტესტო აქციის დროს ათეულობით პირი დააკავეს


 მილიციამ 7 ნოემბერს მინსკში დააკავა ექიმები საპროტესტო მსვლელობისთვის ხელის შესაშლელად
მილიციამ 7 ნოემბერს მინსკში დააკავა ექიმები საპროტესტო მსვლელობისთვის ხელის შესაშლელად

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მილიციამ დააკავა მედიკოსების საპროტესტო აქციის ათეულობით მონაწილე, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში არსებული პირველი საავადმყოფოს წინ შეიკრიბნენ 7 ნოემბერს.

რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, რომ 7 ნოემბერს, რომელიც ამ ქვეყანაში საზეიმოდ აღინიშნება, მედიკოსები სოლიდარობის აქციას გეგმავდნენ. ხალხის დაკავება დაიწყო პრაქტიკულად მაშინვე, რომ მისი მონაწილეები შენობიდან გამოვიდნენ და თეთრი ხალათების ჩაცმა დაიწყეს. უფლებადამცველი ცენტრი, „ვიასნა“ იტყობინება, რომ 43 ადამიანი დააკავეს თავიდანვე.

ცნობით, შაბათს ტრადიციული ქალთა მსვლელობა უნდა გამართულიყო, მაგრამ მილიციამ მისი მონაწილეების უფრო ადრე დაკავება დაიწყო, ვიდრე ისინი ორგანიზებულად შეკრებას მოახერხებდნენ.

მინსკში და ბელარუსის სხვა ქალაქებში 9 აგვიტოს სადავო არჩევნების შემდეგ, უკვე რამდენიმე თვეა, თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები, ისევე როგორც დასავლეთი, შედეგებს არ აღიარებენ. დემონსტრანტები მოითხოვენ ლუკაშენკას გადადგომას, რასაც მთავრობა დაპატიმრებით და რეპრესიებით უპასუხებს. ლუკაშენკა, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ბრალდებებს, რომ არჩევნები გაყალბდა, უარყოფს და ოპოზიციის მოწოდებას, გადადგეს, უგულებელყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG