ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის პიკური მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ვირუსი სულ 2901 ადამიანს დაუდასტურდა.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1060 თბილისზე მოდის, დანარჩენი კი - რეგიონებზე.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2901 ახალი შემთხვევით კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვი 57 753-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680, საიდანაც 641 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან 322 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ბოლო დღე-ღამეში პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა გარდაცვალების კუთხითაც. კორონავირუსით 34 პირი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 475-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი