Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში 34 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში - 14 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში - 8, შიდა ქართლში - 3, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

ბოლო დღე ღამეში გარდაცვლილი 34 პირით ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 475-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2901 ახალი შემთხვევით კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვი 57 753-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680, საიდანაც 641 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან 322 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG