Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევიდან 1060 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2901 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისიდანაა. ამ ეტაპზე ქვეყანაში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 680, საიდანაც 641 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან 322 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მონაცემები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში - 1 060;
  • აჭარაში - 461;
  • იმერეთში - 340;
  • ქვემო ქართლში - 181;
  • შიდა ქართლში - 199;
  • გურიაში - 68;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 369;
  • კახეთში - 94;
  • მცხეთა-მთიანეთში - 78;
  • სამცხე-ჯავახეთში - 45;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 2901 ახალი შემთხვევით კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვი 57 753-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე ღამეში პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა გარდაცვალების კუთხითაც. კორონავირუსით 34 პირი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 475-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG