Accessibility links

უცხოეთის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან ბაიდენის გამარჯვებას ტრამპზე, პუტინი დუმს


რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის შევხედრა ჯო ბაიდენთან, მოსკოვი, 2011 წლის 10 მარტი.

აშშ-ის მოკავშირეები სწრაფად მიესალმნენ ჯო ბაიდენის არჩევას ამერიკის შემდეგ პრეზიდენტად, რუსეთი კი დუმს.

კრემლის ცივი დამოკიდებულება 77 წლის არჩეული პრეზიდენტის მიმართ გასაკვირი არ არის.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი, რომელიც აშშ-ის მედიასაშუალებების მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა 7 ნოემბერს, უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებს რუსეთის მიმართ ადამიანის უფლებების და საგარეო პოლიტიკის სფეროში. ბაიდენმა არაერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი „ბოროტგანზრახული ქმედებისთვის“, როგორიცაა მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და ჩარევა სხვა სახელმწიფოთა არჩევნებში. ახლახან მან რუსეთს „მოწინააღმდეგე“ ქვეყანა უწოდა.

ბაიდენმა ჟურნალ „ნიუ იორკერს“ უთხრა 2014 წელს, რომ მას პუტინთან დიდი ხანია რთული ურთიერთობა აქვს, წლების წინანდელი ერთი შეხვედრის შემდეგ, როცა ის უკრაინისადმი აშშ-ის დახმარებას კურირებდა სეპარატისტებთან ბრძოლაში და პუტინს, მისი თქმით, განუცხადა: „მე მგონია, რომ თქვენ სული არ გაქვთ“.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთი არ ჩქარობს მიესალმოს ბაიდენის პრეზიდენტობას, ისაა, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს გაამტკიცოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, ნატოს გამოცოცხლების ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG