Accessibility links

site logo site logo

ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშო წაგებით გახსნა


პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ სეზონის ბოლო ბაშო მარცხით დაიწყო. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ, რომელიც კოკუგიკანში მიმდინარე სუპერტურნირს მეშვიდე მაეგაშირას რანგში ატარებს, თხუთმეტტურიანი მარათონის პირველ ტურში მეექვსე მაეგაშირა ტამავაშისთან წააგო.

9 ნოემბერს, მეორე ტურში, ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი მეექვსე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც აქამდე ოცჯერ დასჭიდებია და აქედან თორმეტჯერ დაუმარცხებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG