Accessibility links

logo-print logo-print

ელისაშვილი: ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს და მოყვარეს - თავისუფლებას არ დავთმობთ


პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი და ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბრძოლა, რომელსაც ოპოზიცია მართავს, სამართლიანია, რადგან პატიოსან არჩევნებს ითხოვენ. ასე მიმართა მან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

"ეს დღეები გაისმის, იმასთან ნუ დადგები, ამასთან ნუ დადგები, ამას ხელი არ ჩამოართვა, იმას არ მიესალმო. დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო და ამ საფრთხეში მომავალს გვართმევენ. უნდა გადავდოთ, ვის ვინ გვეხატება გულზე და ვინ არა, ვინ ვის გამარჯობას ვეუბნებით, ვინ ვის - არა, ვინ რამდენი პროცენტი აიღო და ვინ რამდენით ნაკლები. საქართველო არის საფრთხეში და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ და ვაჩვენოთ მტერს, მოყვარეს, რომ ჩვენ თავისუფლებას არ დავთმობთ... აუცილებლად გავიმარჯვებთ, როცა ერთ მუშტად ვიქნებით შეკრულები. დიდი ბრძოლა გველის წინ, უკან არ დავიხევთ", - თქვა მან.

აქცია 15:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG