Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს


გაერთიანებული ოპოზიციის აქცია, თბილისის გარდა, ბათუმშიც ჩატარდა. აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში შეიკრიბნენ და მსვლელობით მივიდნენ ბათუმის დრამატული თეატრის წინ.

ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის არჩევნებში ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ლაპარაკობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG