Accessibility links

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს გიორგი ათაბეგაშვილი


გიორგი ათაბეგაშვილი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც გიორგი ათაბეგაშვილი უხელმძღვანელებს. თბილისში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, ათაბეგაშვილის კანდიდატურას ხმის უფლების მქონე დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადი კიდევ სამ კანდიდატს ჰქონდა შეტანილი: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ თემურ ხუბულურს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრ გურამ მოდებაძეს და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანს.

ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გახდა. ასევე ვიცეპრეზიდენტების თანამდებობა დაიკავეს: ცეზარ ჩოჩელმა, ზაქრო კევლიშვილმა, თამაზ ნავერიანმა და ზაზა გულბიანმა. გენერალურ მდივნად კი ლევან ნოზაძე დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG