Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე დაკავებულია რვაასზე მეტი პირი


ბელარუსის დედაქალაქ მინსკში და სხვა ქალაქებში გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით, „მსვლელობა დემოკრატიისთვის“, რომლის მონაწილეები ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დარღვევებით ჩატარდა და რომლის ოფიციალური შედეგებით გამარჯვება მოიპოვა ლუკაშენკამ. ბელარუსის ოპოზიცია, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნები, შედეგებს არ ცნობენ.

უფლებადამცავმა ჯგუფმა, „ვიასნამ“ განაცხადა, 8 ნოემბერს დაკავებულით 800-ზე მეტი ადამიანი. მათი დაკავება მოხდა მინსკში, ჰომელში, ვიტებსკში, ჟლობინსა და სხვა ქალაქებში.

მობილური ქსელების ოპერატორებმა ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნით შეანელეს მობილური ინტერნეტის სიჩქარე, მინსკში დახურულია მეტროს სადგურები, „მგზავრების უსაფრთხოების“ მიზნით.

7 ნოემბერს საპროტესტო აქციების დროს ბელარუსში დააკავეს ასამდე პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG