Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოსთან პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული


ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები მიემართებიან, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილზეა სპეციალური დანიშნულების რაზმი. ცესკოს შენობასთან წყლის ჭავლის მანქანაცაა განთავსებული. სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ ცესკოსთან შესასვლელი ორივე გზა. ერთ მხარეს თავად სამართალდამცველები დგანან, ხოლო მეორე მხარეს აღმართულია რკინის ჯებირები.

ოპოზიციური პარტიების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები ცესკოსთან გადაინაცვლებენ, სადაც მათივე განცხადებით, „დღეიდან ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG