Accessibility links

site logo site logo

არჩეული პრეზიდენტი კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრივ ჯგუფს ქმნის, ტრამპი არ აღიარებს მეტოქის გამარჯვებას  


აშშ-ის არჩეული პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინ წაიწია გარდამავალი პერიოდის გუნდის შექმნაში და აპირებს დაასახელოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ჯგუფი, რის ფონიც აშშ-ში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაა.

8 ნოემბერს, ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ბაიდენი არაოფიციალურად გამოცხადდა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპზე, რომელმაც კენჭისყრა წააგო, გაიზარდა ზეწოლა, რომ დათმოს და აღიაროს ბაიდენის გამარჯვება და მიულოცოს მას.

მაგრამ არ ყოფილი ნიშანი იმისა, რომ ტრამპი ამას გააკეთებს. მან დაუსაბუთებლად გამოაცხადა, რომ კენჭისყრის და ხმების დათვლისას ადგილი ჰქონდა ფართო თაღლითობას და მუქარა გამოთქვა სასამართლოში ჩივილით.

არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ხელმეორედ დათვლა ვერ შეცვლის შედეგს და მცირე დასტური არსებობს იმისა, რომ დამტკიცდეს ტრამპის საჩივრები.

ბაიდენის ინაუგურაციამდე 10 კვირა რჩება და ის პრეზიდენტის თანამდებობას ჩაიბარებს 21 იანვარს.

მანამდე გაიმართება საარჩევნო კოლეგიის სხდომა, რომელმაც საბოლოოდ უნდა გამოაცხადოს გამარჯვებული.

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ტრამპის მრჩეველი უარყოფს ტრამპის ბრალდებას, რომ კენჭისყრის დროს გაყალბება მოხდა. 8 ნოემბერს NBC -ის ახალი ამბების პროგრამაში სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან, მიტ რომნიმ თქვა, რომ ტრამპს აქვს უფლება მოითხოვოს ხმების ხელმეორედ დათვლა, მაგრამ მან იწინასწარმეტყველა, რომ ეს მცდელობები ვერ იქონიებს ზეგავლენას საბოლოო შედეგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG