Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს წინ სავარაუდოდ ცრემლმდენი გაზი გაუშვეს


ცესკოს წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლთან ერთად სავარაუდოდ ცრემლმდენი გაზიც გამოიყენა - ამის შესახებ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები იუწყებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას ოპოზიციის კოლონა უახლოვდება, რომელიც რამდენიმე საათის წინ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან დაიძრა.

ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. ჟურნალისტების ცნობით, პოლიციამ წყლის ჭავლიც და გაზიც გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG