Accessibility links

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 50 მილიონზე მეტი ადამიანი


მსოფლიოში 50 000 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით SARS-CoV-2 დაინფიცირებულთა რიცხვმა.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 50 327 000-ს აჭარბებს. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია თითქმის 33 მილიონი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილია 1 255 000-ზე მეტი.

ინფიცირებულთა რიცხვი ერთ, ან რამდენიმე მილიონს აჭარბებს 9 ქვეყანაში: აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი, არგენტინა, დიდი ბრიტანეთი, კოლუმბია.

შემოდგომაზე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად გადააჭარბა პანდემიის პირველი ეტაპის პიკზე - გაზაფხულზე დაფიქსირებულ მაჩვენებელს. ვითარება განსაკუთრებით რთულია ევროპაში, სადაც არაერთი ქვეყანა დაუბრუნდა მკაცრი იზოლაციის მდგომარეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG