Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიცია საპროტესტო აქციის გაგრძელებას ისევ რუსთაველის გამზირზე გეგმავს


ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ, საპროტესტო აქციის განახლებას დღეს, 18:00 საათიდან აპირებენ რუსთაველის გამზირზე.

ეს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ და „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წუხელ გამოაცხადეს ცესკო-ს შენობასთან.

8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ხელახალი არჩევნები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ვადა 20:00 საათამდე მისცა.

ვადის ამოწურვის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცესკოს შენობასთან, სადაც პოლიცია და სპეცრაზმელები იყვნენ მობილიზებულნი. აქციის მონაწილეების დასშლელად რამდენჯერმე იყო გამოყენებული წყლის ჭავლი.

შსს-მ განაცხადა, რომ „პროპორციული ძალა“ გამოიყენა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შეჭრა სცადეს, იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს.

დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეთა მიმართ შსს-ს ქმედება - წყლის ჭავლის გაფრთხილების გარეშე გამოყენება და არათანაზომიერი ძალა გააკრიტიკა არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG