Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსის ახალი 2927 ახალი შემთხვევიდან 1033 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 2927 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა, მესამედზე მეტი კვლავ თბილისიდანაა. ქვეყანაში მძიმე პაციენტების რაოდენობა 645-ია, საიდანაც 393 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.

  • თბილისში - 1 033;
  • აჭარაში - 411;
  • იმერეთში - 782;
  • ქვემო ქართლში - 130;
  • შიდა ქართლში - 74;
  • გურიაში - 53;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 150;
  • კახეთში - 133;
  • მცხეთა-მთიანეთში - 79;
  • სამცხე-ჯავახეთში - 59;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 60 680 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2470-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 45 042.

ბოლო 24 საათში 24 პაციენტი გარდაიცვალა და საერთო რიცხვი 499-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG