Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ჰააგის სპეციალური სასამართლოს წინაშე წარდგება


კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი 9 ნოემბერს ჰააგის სპეციალური სასამართლოს წინაშე წარდგება სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ბრალდებებით.

ტაჩი, რომელიც 1998-1999 წლების ომის პერიოდში კოსოვოს განთავისუფლების არმიის (UCK) მეთაური იყო, 5 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტობიდან, მას შემდეგ, რაც მას ბრალდებები წაუყენა კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.

სასამართლოს თანახმად, პირველი სხდომა საჯარო იქნება.

ტაჩიმ, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სასამართლოსთან სრული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საგანგებო პროკურატურამ (SPO) ტაჩის და კიდევ არაერთ ეჭვმიტანილს დააკისრა სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა „მკვლელობის თითქმის ას შემთხვევაში“ და „ადამიანების ძალადობრივ გაქრობაში, დევნასა და წამებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG