Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენს გამარჯვება მიულოცეს ისრაელისა და საუდის არაბეთის ლიდერებმა


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

იმ ლიდერების სიას, რომლებმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ჯო ბაიდენს, ისრაელისა და საუდის არაბეთის ლიდერები მიემატნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის გამარჯვება ნაკლებ სასურველი იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, მან ბაიდენს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ტვიტერით მიულოცა 8 ნოემბერს. მილოცვაში ნეთანიაჰუმ დაწერა, რომ მას ბაიდენთან „ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობა“ აქვს თითქმის 40 წლის განმავლობაში.

საუდის არაბეთმა ბაიდენს მიულოცა მეფე სალმან ბინ აბდულაზიზისა და ქვეყნის დე ფაქტო ლიდერის, ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის სახელით, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები აქვს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

საუდის არაბეთი სპარსეთის ყურის უკანასკნელი ქვეყანა იყო, რომელმაც ბაიდენს მილოცვა გაუგზავნა. ბაიდენმა ადრე განაცხადა, რომ გადახედავს სამეფოსთან ურთიერთობებს.

ბაიდენის გამარჯვებაზე რეაქციაში არც ჩინეთს უჩქარია, მაგრამ 9 ნოემბერს ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შეიძლება გამოსწორდეს და უფრო პროგნოზირებადი გახდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG