Accessibility links

site logo site logo

კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვისგან


მაშინ, როცა სულ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერები ულოცავენ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, კრემლი აცხადებს, რომ საბოლოო ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ გააკეთებს კომენტარს.

შეკითხვაზე, რატომ მიულოცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს მაშინვე, როგორც კი მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 9 ნოემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჯერად პრეზიდენტი არ ულოცავს, ვინაიდან არის „გარკვეული იურიდიული პროცედურები, რომლებიც გამოაცხადა [აშშ-ის] მოქმედმა პრეზიდენტმა“.

დემოკრატმა ჯო ბაიდენმა 7 ნოემბერს გაინაღდა პრეზიდენტობა, არჩევნების დღიდან ოთხი დღის შემდეგ, როცა გამარჯვებისთვის საჭირო 270-ზე მეტი საარჩევნო კოლეგიის წევრის ხმა დააგროვა.

მაგრამ ბაიდენის გამარჯვება ჯერჯერობით ვარაუდად რჩება, ვინაიდან ხმების დათვლა არ დასრულებულა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი რიგ საკვანძო მნიშვნელობის შტატებში მისი გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენა და სასამართლოს მიმართა.

პესკოვის თქმით, პუტინმა „არაერთხელ თქვა, რომ პატივს სცემს ამერიკელი ხალხის არჩევანს“ და მზად არის ითანამშრომლოს აშშ-ის ნებისმიერ პრეზიდენტთან.

აშშ-სთან რუსეთის ურთიერთობები ცივი ომის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დაბალ დონეზე დაეცა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის რეგიონი დაიკავა. სავარაუდოა, რომ ბაიდენი, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, კრემლის მიმართ ტრამპზე უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ადამიანის უფლებებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG