Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 1000 კაცი დააკავეს კვირას გამართულ საპროტესტო აქციებზე


დემონსტრანტების დაკავება ბელარუსში
დემონსტრანტების დაკავება ბელარუსში

ბელარუსის მილიციისა და სპეცდანიშნულების ნაწილებმა 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს 8 ნოემბერს გამართული მორიგი საპროტესტო აქციის დროს.
კვირას დაკავებულთა შორის იყო 6 ჟურნალისტი.


უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ მიერ შეგროვებული აუდიო და ფოტომასალების მიხედვით, მასობრივი დაკავების უკან ხშირ შემთხვევაში სპეცრაზმელებთან ერთად მონაწილეობდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ყველაზე უფრო სასტიკად აკავებენ დემონსტრანტებს.



დაკავებულთა ნაწილი გამთენიისას გაათავისუფლეს. სხვებს კი ელოდებათ ადმინისტრაციული ჯარიმები ან გამაფრთხილებელი ოქმები.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება მასობრივი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო და მისი მომხრეები ალიაქსანდრ ლუკაშენკასგან ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეპრესიების შეწყვეტას.


9 აგვისტოს არჩევნების შედეგებს არ ცნობენ ევროკავშირი და აშშ.

5 ნოემბერს გამოქვეყნდა ეუთოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ 9 აგვისტოს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. ანგარიში ბელარუსს მოუწოდებს, „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყოს ახალი ნამდვილი საპრეზიდენტო არჩევნები“. მასში ასევე დაგმობილია ბელარუსის ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებების „სისტემური“ დარღვევები მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG