Accessibility links

site logo site logo

ბათუმში აქციის მონაწილეები 10:00 საათის შემდეგ არ აპირებენ დაშლას


ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა ბათუმში. აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გამსახურდიას ქუჩა. გაშლილი აქვთ რამდენიმე კარავი, სადაც რჩებიან და ღამეს ათევენ. მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საღამოს 10:00 საათზე დაშლას. სწორედ, ამ დროიდან დილის 05:00 საათამდე ამოქმედდა შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების გამო, რომელიც თავისუფალ გადაადგილებას კრძალავს. მოქალაქეს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, პოლიცია 2000 ლარით დააჯარიმებს.

ბათუმის საპროტესტო აქცია ეხმაურება თბილისში ოპოზიციის შეკრებას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG