Accessibility links

ირანი მეზობელ ქვეყნებს დიალოგისკენ მოუწოდებს ტრამპის დამარცხების ფონზე


ჯავად ზარიფი

ირანმა თავის მეზობელ ქვეყნებს დიალოგისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდა.


„ტრამპი 70 დღეში წავა. ჩვენ კი სამუდამოდ ვრჩებით“, - დაწერა ტვიტერში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, 9 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იანვარში გაიმართება.



„ჩვენ ხელს ვუწვდით ჩვენს მეზობლებს უთანხმოების გადასაჭრელად დიალოგის გზით. მხოლოდ ერთად შევძლებთ ყველასთვის უკეთეს მომავლის აშენებას“ - წერს ზარიფი.

მისი მიმართვის ადრესატები არიან ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამირო.




შიიტური ირანის ურთიერთობა აშშ-თან და სპარსეთის ყურის მეზობელ სუნიტურ ქვეყნებთან უკიდურესად გართულდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს.


ტრამპის ბრძანებით აშშ-მა დატოვა, ვაშინგტონის წინა ადმინისტრაციის დროს, თეირანისა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ერთად ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმება ბირთვული პროგრამის გარშემო და მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG