Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საჰაერო სივრცეში რუსული შვეულმფრენი ჩამოაგდეს


სომხეთის საჰერო სივრცეში ჩამოვარდა რუსული მი-24 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი, სავარაუდოდ, ნახიჩევანის ტერიტორიიდან განხორციელებული სროლის შედეგად.
წინასწარი მონაცემებით დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. მესამე ევაკუირებულია.


შვეულმფრენი სოფელ ერასხვანის მახლობლად, ხეობაში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფი.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინცინდენტის გამოძიება დაიწყო სომხეთში მდებარე 102-ე რუსული ბაზის სარდლობამ, რათა დადგინდეს, თუ ვინ გაუხსნა ცეცხლი შვეულმფრენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG