Accessibility links

შსს ადგენს ვინ არიან ქუჩაში 22:00 საათის შემდეგ, რათა დააჯარიმოს 2000 ლარით


შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს ვინ არიან ის პირები, ვინც 22:00 საათის შემდეგ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის ან ზუგდიდის ქუჩებში გადაადგილდება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურიდან მიაწოდეს.

რეგულაციას პროტესტს უცხადებენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან არ იშლებიან აქტივისტები და პოლიტკოსები.

"ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით", - განმარტავენ პრესსამსახურში.

ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას, მეორე მხრივ კი მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილება აკრძალულია. ხელისუფლება ამას კორონავირუსის გავრცელებით ხსნის, მოქალაქეები და პოლიტიკოსები კი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG