Accessibility links

logo-print logo-print

თალაკვაძის თქმით, დიდი ალბათობით ოპოზიციის მიზანი იყო ცესკო-ში ბიულეტენების განადგურება 


პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში ილაპარაკა 8 ნოემბერს ცესკო-სთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შესახებ.

„პოლიტიკურმა ლიდერებმა, ჩვენი მოქალაქეები გამოიყენეს იმისთვის, რომ მორიგი შეტევა მოეხდინათ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. სახელმწიფო ინსტიტუტზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ითვლის ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს და გააკეთს შეტევა. დიდი ალბათობით, მათი მიზანი იყო ბიულეტენების განადგურება. ეს ყველაფერი მოხდა ღამე და ბიულეტენების განადგურების შემდეგ, ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ ცენტრალურ ოფისში დაცული ბიულეტენები აღარ არსებობს და არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან," - თქვა თალაკვაძემ.

8 ნოემბერს, სამართალდამცველებმა ცესკო-სთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და საპროტესტო აქციებს მართავენ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ცესკო და მმართველი პარტია ხარვეზებს აღიარებენ, თუმცა, არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. „ქართული ოცნება“ გამიზნულ პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აცხადებს, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მანდატები მოიპოვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ტყვეობაში არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG