Accessibility links

logo-print logo-print

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტი გიორგი მჟავანაძე ამბობს რომ პოლიციამ სცემა


ედუარდ მარიკაშვილი

დაკავებული აქტივისტის გიორგი მჟავანაძის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ინფორმაციას ავრცელებს პოლიციელების მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემის შესახებ.

„რადგან უკვე დავრწმუნდი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ხვალ გიორგი მჟავანაძეს გამოკითხავს გამოძიების ფარგლებში და დაიწყო გამოძიება, ხოლო ამ წუთებში ფაქტს აფიქსირებს სახალხო დამცველის მოადგილე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გიორგი მჟავანაძის გადმოცემით მასზე პოლიციის ეზოში, პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ ფაქტს ყავს თვითმხილველვებიც და აუცილებლად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი ვინც ეს ჩაიდინა", - წერს „ფეისბუკზე" მარიკაშვილი.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს წევრები ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი მჟავანაძე დააკავეს. მათი ნაწილის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ მათ სურდათ რუსთაველის გამზირზე შეშის შემოტანა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქტივისტებს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG