Accessibility links

site logo site logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის სრულად მოგვარება მოჰყვება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული შეთანხმება ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს დიალოგს ორ მხარეს შორის და გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სამშვიდობო პროცესის განხორციელებას.

„დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ძალისხმევა და მრავალმხრივი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება შედეგს გამოიღებს გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს მთლიანად რეგიონისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს, ქალაქ შუშაზე.

9 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და ვლადიმირ პუტინთან ერთად ხელი მოაწერა მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთი მთიან ყარაბაღში განათავსებს სამშვიდობო კონტინგენტს და გააგზავნის 1969 სამხედროს, 90 ჯავშანმანქანას და 380 ერთეულ საავტომობილო და სპეცტექტიკას. ოპოზიცია ფაშინიანს კაპიტულაციაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG