Accessibility links

logo-print logo-print

თამარ კორძაია: გრიგოლ ვაშაძემ თავისი განცხადებით "ქართული ოცნება" გააშიშვლა


თამარ კორძაია

საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი თამარ კორძაია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას რადიკალურად განსხვავებულ შეფასებად არ აღიქვამს. მისი თქმით, ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძის პერსონალური მოსაზრებაა, თუმცა იგი წინააღმდეგობაში არ მოდის ოპოზიციის პოზიციასთან. თამარ კორძაიას შეფასებით, ამ განცხადებით გრიგოლ ვაშაძემ მიიმწყვდია და გააშიშვლა „ქართული ოცნება“:

„კონტექსტს თუ სწორად დაინახავთ, კონტექსტი არის ასეთი, რომ „ქართულ ოცნება“ საერთოდ არავის არ ელაპარაკება, თავხედურად ლაპარაკობს, რომ ოპოზიცია შემოვა და ამ დროს გრიგოლ ვაშაძემ მათ კიდევ ერთხელ მისცა შესაძლებლობა, რომ თავხედური ლაპარაკი კი არ გააგრძელონ, არამედ გასცენ პასუხი ოპოზიციას. ისინი ამას არ აკეთებენ და, საბოლოო ჯამში, თუ ამას ამ კონტექსტით დავინახავთ, ვნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიიმწყვდია კუთხეში და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, რომელშიც იგი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავდა, პროცესი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიტანონ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩაანაცვლონ. მოგვიანებით მან განმარტა, რომ მისი განცხადება ნიშნავს მოქალაქეთა პროტესტისთვის პოლიტიკური კომპონენტის დამატებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG