Accessibility links

site logo site logo

სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად


ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა ლუკა მაისურაძემ.

ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ვაჟებს შორის მედლები ოთხ წონით კატეგორიაში უნდა გათამაშდეს და მათგან სამში ოქროს მედლისთვის ქართველი ძიუდოისტები იბრძოლებენ.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, 90 კილოგრამში - ლუკა მაისურაძემ, ხოლო +100 კილოგრამში - გელა ზაალიშვილმა.

გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის შვეიცარიელ ლუკას ვიტვერს დაუპირისპირდება, მაისურაძე - რუსეთის ნაკრების წევრ ეკუბჟონ ნაზიროვს, ხოლო ზაალიშვილი - უნგრელ რიჩარდ შიპოჩს.

დღესვე საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) და ონისე სანებლიძეც (100 კგ) ჩაებნენ. ძირითად ბადეში ორივე ნახევარფინალამდე მივიდა, იქ კი დამარცხდნენ და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG