Accessibility links

„სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას“ — გახარია ალიევს


საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი (ფოტო არქივიდან)

გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ოფიციალური ინფორმაციით, გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიან შეწყვეტაზე შეთანხმება და სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

„ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას ომის შეწყვეტაზე მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონის გარშემო. შეთანხმების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ერევანში არეულობა დაიწყო, მომიტინგეები შეიჭრნენ მთავრობის სახლსა და პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG