Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონმა ორი ბელარუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხა მინსკიდან თავისი დიპლომატების განდევნას


ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მან თავისი ქვეყნიდან გააძევა ორი ბელარუსი დიპლომატი მინსკის მიერ ბრიტანეთის საელჩოს ორი თანამშრომლის „დაუსაბუთებელი განდევნის“ პასუხად.

„ლუკაშენკას რეჟიმის მცდელობა დიდ ბრიტანეთს ვერ ააღებინებს ხელს, რომ ილაპარაკოს გაყალბებული არჩევნებისა და ბელარუსი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო ძალადობის შესახებ“, - დაწერა ტვიტერში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა.


ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ლიზა ტამვუდი და სამხედრო ატაშე ტიმოტი უაიტი.

მინსკის ვერსიით, ბრიტანელი დიპლომატები აგროვებდნენ ინფორმაციას ბელარუსში არსებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის და საპროტესტო აქციების შესახებ.

წინა დღით რააბმა ასევე ტვიტერზე დაწერა, რომ ლუკაშენკა საკუთარი ხალხის შევიწროებას ვერ დამალავს და ერთადერთი გზაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პასუხისმგებლობის დაკისრებაა მათზე, ვინც დემონსტრანტებზე ძალადობს.

დარბევების და დემონსტრანტების მასობრივად დაკავების მიუხედავად, ბელარუსში სამი თვეა გრძელდება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ლუკაშენკას პრეზიდენტად არ ცნობენ და ხელისუფლებიდან მის წასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG