Accessibility links

site logo site logo

გიორგი გახარია ეხმაურება მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე" ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. როგორც პრემიერი წერს, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. გახარია აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება როგორც რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, ისე - ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერზე" წერს: „ველით საქართველოში სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს და ნაყოფიერ შეხვედრებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რეგიონული უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის მიმართულებით".

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს იგეგმება.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG