Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Glovo აქციის მონაწილეებისთვის მომსახურებაზე უარის თქმის სამ მიზეზს ასახელებს


მიტანის სერვისის კომპანია Glovo განცხადებას აქვეყნებს და განმარტავს, რატომ ვერ შეძლო 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის მომსახურების გაწევა. კომპანია აცხადებს, რომ 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან აქციაზე მყოფი მომხმარებლებისთვის „მისია" ვერ შეასრულა.

„გვინდა აღვნიშნოთ რომ გუშინ აქციის ტერიტორიის ჩაკეტვა მოგვიწია შემდეგი საოპერაციო მიზეზების გამო:

  • პარტნიორი კურიერების უკუკავშირზე დაყრდნობით მათ არაერთი სირთულე შეექმნათ აქციის ტერიტორიაზე 9 ნოემბერს;
  • გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით მანქანიანი კურიერებისთვის, რომელთა რიცხვიც დიდი მოცულობის შეკვეთებიდან და ცივი ამინდიდან გამომდინარე ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია;
  • კურიერების უსაფრთხოება 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე.

Glovo აღნიშნავს, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამოცდილება დაეხმარება მომავალში ანალოგიური სირთულეების უკეთესად მართვაში.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია"-ს ინიციატივით, 9 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობის წინ დილამდე დარჩა. ისინი არ დაემორჩილნენ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ვირუსის გავრცელების მოტივით ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს. სანქცია 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწიებს. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG