Accessibility links

logo-print logo-print

პუტინმა „დაუშვებელი“ უწოდა „გარედან ზეწოლას“ ბელარუსზე, მოლდოვასა და ყირგიზეთზე



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინმა დაუშვებელი უწოდა ბელარუსზე, მოლოდვასა და ყირგიზეთზე „გარედან ზეწოლის მოხდენის მცდელობა“.
შანხაის თანამშრომლობის ორგნიზაციის (SCO) ვირტუალური სამიტის გახსნის დროს პუტინმა ონლაინ მიმართვაში ხაზგასმით ისაუბრა მოსკოვის სტრატეგიულ პარტნიორ, ბელარუსზე, რომელიც „გარე ძალების ზეწოლის ქვეშ იმყოფება“ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი ბელარუსი მეგობრენო განიციდიან უპრეცედენტო ზეწოლას, უმკლავდებიან სანქციებსა და პროვოკაციებს, მათ წინააღმდეგ გაჩაღებულ საინფორმაციო და პროპაგანდისტულ ომს“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ბელარუსმა ხალხმა თავადვე უნდა გადაჭრას საკუთარი პრობლემები ნებისმიერი ჩარევის გარეშე.


ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტში ევროკავშირის ქვეყნებს ადანაშაულებს.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „საგარეო ზეწოლას“ განიციდან ასევე ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - მოლდოვა და ყირგიზეთი.

მოლოდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ დაამარცხა ქვეყნის მომქედი პრეზიენტი, კრემლთან დაახლოებული იგორ დოდონი. მათ შორის გამარჯვებულს 15 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაარკვევს.

ყირგიზეთში კი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული სახალხო მღელვარების შემდეგ თანამდებობიდან გადადგნენ რუსეთზე ორიენტირებული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კუბატბეკ ბორონოვი და პრეზიდენტი, სორონბაი ჟეენბეკოვი.

ყირგიზეთში, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია, რუსეთს სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს.


ყირგიზეთის გარდა რგანიზაციაში გაერთიანებული არიან ინდოეთი, პაკისტანი, უზბეკეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, ჩინეთი და ყაზახეთი

SCO-ში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ავღანეთს, ბელარუსს, ირანსა და მონღოლეთს. კიდევ 6 სახელმწიფო - აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი ლანკა SCO-ს დიალოგის მონაწილეები არიან.


პუტინმა განაცხადა, რომ SCO სამიტი მიიღებს ერთობლივ განცხადებას კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ზომებზე.

რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა ასევე მოსკოვის შუამავლობით მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და აღნიშნა, რომ იგი გზას გაუხნის მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG