Accessibility links

ინფიცირების ახალი 2911 შემთხვევიდან 1056 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში 2911 შემთხვევა გამოვლინდა, მათი უმრავლესობა კვლავ თბილისიდანაა. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 1 056;
  • აჭარაში - 476;
  • იმერეთში - 469;
  • ქვემო ქართლში - 201;
  • შიდა ქართლში - 134;
  • გურიაში - 76;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294;
  • კახეთში - 69;
  • მცხეთა-მთიანეთში - 19;
  • სამცხე-ჯავახეთში - 92;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ქვეყანაში მძიმე პაციენტი 632-ია, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი მიერთებული.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 66 561 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2421-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 49 811.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა პიკური (45) მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 566-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG