Accessibility links

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ მოიგო და ბალანსი გაანულა


ლევან გორგაძე

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ ნოემბრის ბაშოზე ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ოთხი ტურის შემდეგ მის ანგარიშზე ორ-ორი მოგება და წაგებაა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორი, რომელიც 2020 წლის ბოლო სუპერტურნირს მეშვიდე მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს უხერხულ მეტოქეს - მერვე მაეგაშირა ტერუციოშის - დაუპირისპირდა. გორგაძეს მასთან აქამდე ჩატარებული ორივე ბრძოლა წაგებული ჰქონდა, მესამე ცდაზე კი სასურველ შდეგს მიაღწია.

12 ნოემბერს თხუთმეტტურიანი შეჯიბრების მეხუთე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მეცხრე მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება. მას აქამდე ხუთჯერ დასჭიდებია და აქედან სამჯერ დაუმარცხებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG