Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ჟურნალისტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის


ალექსანდრ პიჩუგინი
ალექსანდრ პიჩუგინი

რუსეთის ნიჟეგოროდის რაიონულმა სასამართლომ 300 000 რუბლის გადახდა დააკისრა ჟურნალისტ ალექსანდ პიჩუგინს კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

სახელმწიფო ბრალმდებელი განსასჯელის ორწელიწად-ნახევრით დაპატიმრებას მოითხოვდა ისეთი ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებისათვის, რომელიც „საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და სიცოცხლეს“.

ჟურნალისტის სამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა მართლმადიდებული აღდგომის წინ, 12 აპრილს, მის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც საკარანტინო მოთხოვნების დარღვევით საეკლესიო ღვთისმსახურებას პიჩუგინმა უწოდა „სასიკვდილო დაავადებით მოსახლეობის დაინფიცირების დაგეგმილი აქცია“.

პიჩუგინის ადვოკატები აპირებენ, რომ სასამართლოს განაჩენი ზედა ინსტანციაში გაასაჩივრონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG