Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მიხაილო პატიმრობაში არ გაუშვა, თუმცა სახლში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა პრობაციის სამსახურის არგუმენტები და DJ-ის, მიხაილო თოდუას შემზღუდავი ღონისძიება, სახლიდან გასვლა დამატებით ორი საათით აუკრძალა. პრობაციის სამსახური მოსამართლეს სთხოვდა, ის ისევ დაებრუნებინა ციხეში, რაც არ დაკმაყოფილდა.

"კანონიერი არ არის გადაწყვეტილება. ახლანდელი განაჩენი გამოვიდა, რომ თითქოს მადლობელი უნდა ვიყო, ჩემთვის სულ ერთია გარეთ დამტოვებდნენ თუ შიგნით შემაბრუნებდნენ სამართლიანობის ძებნაში. არ დავიღლები და ვიბრძოლებ სანამ ცოცხალი ვარ სამართლიანობისთვის. თუ მსჯით, მითხარით, რატომ მსჯით, გასაგებად მაინც..." - თქვა მიხაილომ.

მას სახლში ყოფნა 21:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათიდან 08:00 საათამდე მოუწევს.

ის ნარკოდანაშაულისთვის 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებით შინაპატიმრობაში გადავიდა. მას შინაპატომრობის წესების დარღვევა საპატიოდ ჩაეთვლებოდა, თუ ეს სამსახურეობრივი მიზნით იყო გამოწვეული. მიხაილოს, ტექნო არტისტს პრობაციის სამსახური საპატიოდ არ უთვლიდა ღამის საათებში კლუბში მუშაობას.

იმის მიუხედავად, რომ მანამდე მას ღამით მუშაობაზე პრობლემა არ შექმნია, პრობაციის სამსახური სადავოს ხდიდა 13 ოქტომბერსა (დახურულ საღამოზე) და 17 ოქტომბერს ("გირჩის" საარჩევნო კამპანიის დროს) ღონისძიებაზე ყოფნას.

მოსამართლემ საპატიოდ ჩათვალა 13 ოქტომბერს მისი ღონისძიებაზე ყოფნა, ხოლო 17 ოქტომბერს - არა, რადგან მიიჩნია, რომ მთავრობის განკარგულებით, აკრძალული იყო ამ დროს ღონისძიებების გამართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG