Accessibility links

logo-print logo-print

დიდი დანაკლისი ისტორიული მატჩის წინ - კვარაცხელიას და შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ


ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ორი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდა. გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას და ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატს, ლევან შენგელიას, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ორიოდ საათის წინ გავრცელდა, უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

„საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში 9 ნოემბრიდან დაიწყო. საწვრთნელ შეკრებამდე ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID-19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად დაიწყო. უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალდებულო ტესტირება მოხდა. აღნიშნული ტესტების შედეგი, პროტოკოლის შესაბამისად, მიეწოდება ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – წერია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG