Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ადამიანი დაშავდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მომხდარი აფეთქების შედეგად


რამდენიმე ადამიანი დაშავდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე არამუსლიმთა სასაფლაოზე მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამოქმედდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

საუდის არაბეთის ოფიციალური პირების თქმით, უშიშროების ორი წარმომადგენელი, საბერძნეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქე, დაიჭრა „მხდალი“ თავდასხმის შედეგად. მოგვიანებით საბერძნეთის საელჩომ განაცხადა, რომ მისი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.

ცერემონიას ესწრებოდნენ დიპლომატები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის, საფრანგეთის დიპლომატიური მისიიდან. ოქტომბრის ბოლოს ჯიდაში დააკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც თავს დაესხა საფრანგეთის საკონსულოს მცველს. ინციდენტი მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას ისლამის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG