Accessibility links

ვლადიმირ ვაისი: „ეს იქნება არა ტექნიკის და ტაქტიკის, არამედ გულის თამაში“


"...ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ საბოლოო შედეგით ბედნიერები ვიყოთ. გვჯერა, მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშის შესახებ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. სლოვაკმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს დღეს, „დინამოარენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში უპასუხა.

შეხვედრას 12 ნოემბერს, სწორედ „დინამოარენა“ უმასპინძლებს და გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

„ხვალ ქართული ფეხბურთისთვის, უმნიშვნელოვანესი დღეა. მართალია, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშს დიდი დანაკლისით ვხვდებით, მაგრამ ნაკრებში კიდევ გვყავს კარგი ფეხბურთელები. ისინი მინდორზე ბოლომდე დაიხარჯებიან. მომავალი შეხვედრა არა ტექნიკის და ტაქტიკის, არამედ გულის თამაში იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ საბოლოო შედეგით ბედნიერები ვიყოთ. გვჯერა, მოვიგებთ და ხალხს გავახარებთ“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. მასპინძლებს ტრავმებისა და კორონავირუსის გამო დააკლდებიან: გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG