Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადდა ალასკის შტატში, მაგრამ ეს არ ცვლის კენჭისყრის შედეგების საერთო სურათს.

აშშ-ის მედიასაშუალებებმა 11 ნოემბერს, არჩევნების დღიდან მერვე დღეს გამოაცხადეს ტრამპი ამ შტატში გამარჯვებულად.

ამგვარად, ტრამპმა ალასკაში საარჩევნო კოლეგიის წევრთა სამი ხმა მოიპოვა და დღეისთვის საბოლოო ჯამში 217 ხმა აქვს. მის მეტოქეს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა აქვს, რაც 9-ით უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვებისთვის არის აუცილებელი.

საპრეზიდენტო არჩევნებში მთელ რიგ შტატებში არ დასრულებულა ხმების დათვლა. არიზონაში და ჯორჯიაში, სადაც ბაიდენი ლიდერობს, და ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ტრამპია წინ, გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა. მაგრამ ტრამპმა სამივე ამ შტატში რომც გაიმარჯვოს, მას კოლეგიისთვის დაგროვილი ხმები არ ეყოფა არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შესაცვლელად. აშშ-ის მედიის უდიდესმა ნაწილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG