Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც ბათუმის კოვიდ-კლინიკის მესამე სართულიდან გადავარდა


კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი, რომელიც გასულ საღამოს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG