Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 3000-ს გადააჭარბა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 33 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 599-მდე გაიზარდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 3120 შემთხვევა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 209-ით მეტი ახალი შემთხვევაა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 69 681 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2358-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 52 169.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;

2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;

3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;

4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19;

5 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2401. გარდაცვლილი 20;

6 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2775. გარდაცვლილი 22;

7 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2859. გარდაცვლილი 18;

8 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2901. გარდაცვლილი 34;

9 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2927. გარდაცვლილი 24;

10 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2970. გარდაცვლილი 22;

11 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2911. გარდაცვლილი 45;

12 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 3120. გარდაცვლილი 33.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG