Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 3000-ზე მეტი შემთხვევიდან მესამედი თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი 3120 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი ნაწილი თბილისზე მოდის, მეორე ადგილზეა იმერეთი.

შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 1033;
  • აჭარაში - 502;
  • იმერეთში - 517;
  • ქვემო ქართლში - 192;
  • შიდა ქართლში - 126;
  • გურიაში - 95;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 332;
  • კახეთში - 100;
  • მცხეთა-მთიანეთში - 107;
  • სამცხე-ჯავახეთში - 95;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887, მათ შორის მძიმე პაციენტია 652. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 329 პირი მიერთებული.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 69 681 შემთხვევა. ბოლო 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 599-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG