Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: ტყუილია, რომ სასამართლოებმა პარტიების სარჩელების 99% არ დააკმაყოფილა


იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა აცხადებენ, რომ სასამართლოებში არჩევნებთან დაკავშირებით მათი სარჩელების 99 პროცენტი არ დაკმაყოფილდა. საბჭო სასამართლოს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკას აქვეყნებს.

  • სასამართლოებში შევიდა 96 სარჩელი;
  • 60 სარჩელით მოთხოვნილი იყო სხვადასხვა საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა ან ხელახალი გადათვლის დავალება;
  • სასამართლომ დააკმაყოფილა 17 საარჩევნო უბანში ხელახლა გადაითვალა ხმები, ხოლო ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილადაა ცნობილი;
  • დანარჩენი სარჩელები (საერთო რაოდენობის 37%) არაუფლებამოსილი პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების განუხილავად დატოვებას. საბჭო აღნიშნავს, რომ ეს დადასტურდა მათი მხრიდანაც.

"არჩვენების შედეგებით დაინტერესებულ ყველა სუბიექტს მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო დავების განხილვის შესახებ გაავრცელონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოში საქმეთა მოძრაობის რეალურ მონაცემებს ეფუძნება", - აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ განცხადებას დროში დაემთხვა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათი 38 სარჩელიდან, რომლითაც უბნების გადათვლას ითხოვდნენ, მხოლოდ 12 დაკმაყოფილდა.

ცესკოს ამ დროინდელი მონაცემებით, 1-პროცენტიან ბარიერს 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით 9 პარტია ლახავს. 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ ფიქრობს, "ქართული ოცნება" კი დიდი ალბათობით, კვლავ უმრავლესობაში იქნებიან.

ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი საჩივრები და სარჩელები არ კმაყოფილდება საოლქო კომისიებსა და სასამართლოებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG