Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ხმებს ხელახლა დათვლიან


აშშ-ის ჯორჯიის შტატში 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის ხმებს ხელახლა დათვლიან ხელით. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შტატის ხელმძღვანელმა ბრედ რაფენსპერგერმა.

წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი რესპუბლიკელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 14 ათასი ხმით უსწრებს ჯორჯიაში. საერთო ჯამში ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რაფენსპერგერის თქმით, ხმების ხელახლა დათვლა ხდება შტატის კანონების მიხედვით, რომლებიც მსგავსი აუდიტის უფლებას იძლევა, თუკი კანდიდატების მიერ მოგროვილ ხმებს შორის სხვაობა ნახევარ პროცენტზე ნაკლებია. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ცნობები კენჭისყრის პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრადიციულად რესპუბლიკელ კანდიდატებს უჭერენ ხოლმე მხარს. ტრამპის დამარცხება შედარებით მოულოდნელი იყო. ტრამპმა რომც გაიმარჯვოს ამ შტატში, აქ მოპოვებული 16 საარჩევნო კოლეგიის ხმა მას არ ეყოფა საბოლოო გამარჯვებისთვის.

ამასობაში ტრამპის საარჩევნო შტაბი აგრძელებს სარჩელების შეტანას რამდენიმე შტატში და აცხადებს, რომ კენჭისყრის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. მორიგი სარჩელი ოთხშაბათს შეიტანეს მიჩიგანის შტატში, სადაც გამარჯვებულად ჯო ბაიდენია გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG